Wednesday, 20 November 2019

ლიტერატურის წრე

საწრეო მუშაობა

        სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაგული ჩუბინიძის
                                      
                               გეგმა საწრეო მუშაობის შესახებ
სასკოლო წლის დაარსების ინიციატორია სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია. მოსწავლეთასაჭიროებებისა და მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარი მოკვლევის საფუძველზე განისაზღვრა წრის მუშაობის მიმართულება და ჩამოყალიბდა ქართული ენისა და ლიტერატურის წრე 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სახელწოდებით "თვალსაწიერი" 


                                      საწრეო მუშაობის მიზანი
1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით.
2. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.



      ინფორმაცია საწრეო მუშაობის შესახებ განთავსდა ჩემს Facebook გვერძე.
  
რესურსები : სახელმძღვანელო სამუშაო რვეული, საწერ კალამი, დაფა, ცარცი, სკოლის 
 ბიბლიოთეკაში არსებული სხვადასხვა საჭირო პოსტები და თვალსაჩინოებები



      საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის გასამტკიცებლად და გასაღრმავებლად. პიროვნების საერთო კულტურის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.

        ძირითადი აქცენტი კეთდებაა შემდეგ საკითხებზე :
1. ქართველ კლასიკოსთა შემოქმედების ღრმად და საფუძვლიანად შესწავლა.
2. მუშაობა წერით უნარების ჩამოყალიბებაზე.
3. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებით გამორცეული მოსწავლეების წარმოჩენა.

       წრეში გაერთიანებულია 11-12 კლასის 10 მოსწავლე
1. ლანა ფაღავა
2. ქეთი ირემაძე
3. ქრისტინე კომახიძე
4. ლიკა ნაგერვაძე
5. ელენე ბოლქვაძე
6. თამუნა დიასამიძე
7. ლუკა ფაღავა
8.  რიჩარდ ფაღავა
9. მარი ნაგერვაძე
10. ანა კაკაბაძე
           
           წრის ხანგრძლივობა 2019 - 2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრი 10 შეხვედრა. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი.


თემა: შეხვედრა წრის წევრებთან
   2019 წლის 3 ოქტომბერს შედგა ქართული ენისა და ლიტერატურის წრის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელზედაც განხილული იქნა საორგანიზაციო საკითხები. გავაცანი მოსწავლეებს წრის მუშაობის მიზნები და ამოცანები.











თემა: ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია და ილიას ლექსების გახსენება.

2019 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა წრის მეორე სამუშაო შეხვედრა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ილიას ბიოგრაფია და წაიკითხეს ილიას ლექსები. წრის მუშაობა სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა.

















თემა: აკაკი წერეთლის ლექსების გახსენება .

2019 წლის 17 ოქტომბერს ჩატარდა წრის მუშაობა. მოსწავლეებმა გაიხსენეს აკაკი წერეთლის ლექსები. გააკეთეს პერიფრაზირება. შეხვედრამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.







თემა: ვაჟა-ფშაველა - ,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე''

2019 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟას პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები. შეადარეს ერთმანეთს და გააკეთეს ანალიზი. 





 თემა: გალაკტიონ ტაბიძე - ლექსების მხატვრულად კთხვა.

2019 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა მორიგი საწრეო მუშაობა. ბავშვებმა წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები და იმსჯელეს მხატვრულ ხერხებზე.




თემა: გიორგი ლეონიძის - ,, ყივჩაღის პაემანი"

2019 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ლიტერატურაში. მოსწავლეება მხატვრულად წაიკითხეს გიორგი ლეონიძის - ,,ყივჩაღის პაემანი" იმსჯელეს მხატვრულ ხერხებზე.