ავტორი: მაგული ჩუბინიძე
კლასი:XI-XII კლასები
პერიოდი 16/10/2019-31/10/2019
თემა: ტოლერანტობა კლასებს შორის და ქართული ფილმების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება.
სოციალური პროექტის აქტუალობა- ტოლერანტული ღირებულების განვითარების მიზანია,რომ მოსწავლეებს შეეძლოთ არაძალადობის გზოთ განსხვავებული კულტურის სახით, სქესისა და რელიგის მქონე ადამიანების ეფექტური ურთიერთობის დამყარება.
ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია პარტნიორობა, თანაგრძნობა,სხვებზე ზრუნვა ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა.
ვფიქრობ,რომ მასწავლებელმა არამარტო კლასში არამედ კლასებს შორისაც უნდა დაგეგმოს ისეთი ხელშემწყობი პირობები სადაც მოხდება პოზიტიური ურთიერთობების განმტკიცება.დაკვირვების შედეგად მივხდი რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და დაგეგმილი ღონისძიება (სოციალური პროექტი) ვფიქრობ ნამდვილად საჭიროა საგაკვეთილო თემებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ბავშვების ინტერესი როლურ თამაშებზე საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ კლასებში ქართული ფილმების მიმართ პოზიტიური დამოკიდბეულება დაბალია. კვლევამ აჩვენა,რომ ბავშვების მხოლოდ 6% უყურებს ქართულ ფილმებს. კლასებს შორის ურთიერთობას გაამტკიცებს ერთად მონაწილებოა ღონისძიებაში და ამ ღონისძიებისთვის როლების შერჩვა გამოიწვევს მათ ინტერესის გაღვივებას ქართული ფილმების მიმართ.
მიზანი-ქართული ფილმების პოპულარიზაცია,კინოესთეტიკური ინტელექტის განვითარება,მონაწილეობის მიღება სასკოლო ღონისძიებაზე,მოსწავლეთა შორის ტოლერანტობის გამოწვევა და მუსიკალური გემოვნების დახვეწა.
მუს.V.6 მოსწავლს შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა.
მუს.V.9 მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
მუს.VI.2მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად
მუს.VII.4მოსწავლეს შეუძლია პროექტში მონაწილეობა.
სსსმმ მოსწავლე-მუს V.9 მოსწავლე შეძლებს ქცევის ნორმების დაცვას კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებისას. ის შეიძლება სხვა სხვა ბავშვებთან ერთად და შეეცდება ,ესთეტიკურად გააფორმოს დარბაზი ღონისძიებისთვის.
მოსალოდნელი შედეგი-მოსალოდნელი შედეგი იქნება დადებითი,რადგან ამ ღონისძიებამ გამოიწვია ჩართულობა.ხშირად შეხვედრამ და ერთად მუშაობა გააუმჯობესა მათი ურთიერთდამოკიდებულება . ეს გამოჩნდა მაშინ როდესაც მათ დაიწყეს ერთმანეთზე ზრუნვა ერთმანეთისთვის მოიძიეს როლისთვის შესაფერისი ტანსაცმელი,მოჰქონდათ სახლიდან და ურჩევდენ ერთმანეთს რომელი რეკვიზიტი იყო უფრო შესაფერისი. გააღვივა ასევე ქართული სიმღერების მიმართ ინტერესი. ეს გამოიკვეთა მასინ როდესაც თვითონვე დაიწყეს ისეთი სიმღერების მოძიება, რომელიც უფრო შეესაბამებოდა ღონისძიებას. პროექტმა გამოიწვია კლასებს შორის ტოლერანტობა და ეს გამოჩნდა კარგად როდესაც როლების განაწილების დროს,ცდილობდენ ყველა ბავშვის ჩართვას, რომ ყველას ჰქონდა რაღაც დატვირთვა .ბავშვებმა ღონისძიებაში ჩართეს ასევე სსსმმ მოსწავლე და ეს პროექტის დადებითი შედეგის მაჩვენებელია.
ამოცანები:
ა)მონიტორინგის შემდეგ ვადგენთ,რომ კლასებს შორის არ არის მეგობრული დამოკიდებულება და ვგეგმავ ისეთ სოციალურ პროექტს, რომელიც მიზნად დაისახოს ამ პრობლების გადაჭრას.
ბ)სოციალური პროექტის თემად ვირჩევ ისეთ საკითხს რომელიც ასევე პრობლემურია ამ ასაკის ბავშვებიში.ესაა ქართული ფილმების მიმართ დაბალი ინტერესი.
გ)ბავშვებს ვაცნობ პროექტის მიზნებს და ვავალებ,იმ ქართული ფილმების ყურებას რომელი ფილმიდანაც მაქვს უკვე შერჩეული როლები. სოცილაური პროექტის ჩატარებას ვგეგმავ ღონისძიების სახით.
დ)ვანაწილებ სცენარს, ერთობლივად ვუსმენთ იმ სიმღერებს რომლებიც შესრულდება ღონისძიებაზე და მოსწავლეები უკვე იწყებენ ფიქრს და ზრუნვას ღონისძიებისთვის საჭირო რეკვიზიტებზე.
განხორციელების გზები- XI- XII კლასის მოსწავლებთან საუბრისას გამოჩნდა დაბალი ინტერესი ქართული ფილმების მიმართ მოსწავლეებში ჩატარდა კვლევა, თუ რამდენად ხშირად უყურებენ ისინი ქართულ ფილმებს და დადებითი შედეგები მხოლოდ 6% -მა აჩვენა დაიგეგმა ღონისძიება სადაც ამ პრობლემის მოგვარება განისაზღვრა. ინტერესის გასაღვივებლად მოსწავლეებს წავუკითხე ჯერ სოციალური პროექტის მიზანი და შმდეგ დიალოგები იმ ფილმებიდან რომლებიდანაც წინასწარ დავგეგმე სცენარი. სახალისო რომ ყოფილიყო შევარჩიე ქართული კომედიური ფილმები. მოსწავლეებს დაევალათ იმ ფილმების ყურება, რომელი ფილმებიდანაც შვარჩიე როლები. ესენია: ქეთო და კოტე,ლუარსაბი და დარეჯანი,სიკო და ნიკო,ფუფალა და ა.შ.ფილმის ყურების შემდეგ მათს ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული შთაბეჭდილებები.მათი ინტერესის და სამსახიობო ნიჭის გათვალისწინების შედეგად გავანაწილეთ როლები და დაიგეგმა რეპეტიციები. როლები დიალოგში შეძლებისდაგვარად გავანაწილე იმ მხრივ,სადაც უფრო მეტად იყო გამოკვეთილი დაპირისპირება კლასებს შორის. ხშირმა შხვედრებმა გამოიწვია მათი ერთ გუნდად შეკვრა და ურთიერთპატივიცემის გამტკიცება. ისინი უკვე ეხმარებოდნენ ერთმანეთს როლისთვის საჭირო რეკვიზიტების მოძიებაში. ბავშვებს მოვასმენინე მუსიკალური ნომრები და მათ უკვე თვითონვე ამოარჩიეს პროექტის შესაფერისი სიმღერები. სიმღერები გავანაწილე ბავშვების შესაძლებლობების გათვალისწინებით.ღონისძიების განსახორციელებლად პროექტში ჩავრთე ასევე მშობლებიც. აქტიურად ჩაერთო სსსმ მოსწავლე.მან მონაწილეობა მიიღო დარბაზის გაფორმებაში და შეძლო ღონისძიებას დასწრებოდა ბოლომდე. დაიგეგმა ღონისძიების თარიღი და განისაზღვა ჩატარების დრო
განხორციელების დრო-16/10/2019 31/10/2019
რესურსები მუსუკალური აპარატურა კომპიუტერი საჭირო რეკვიზიტები
მონიტორინგი-მონიტორინგი ჩაატარა და შეაფასა დირექციამ
პროექტში მონაწილეთა ჩართულობა- პროექტში მონაწილება მიიღეს XI-XII
კლასის მოსწავლეებმა იმ იდეამ, რომ ეს პროექტი უნდა ჩატარებულიყო ღონისძიების სახით გამოიწვია მათი დაინტერესება მათი სერიოზული დამოკიდებულება პროექტის მიმართ გამოიკვეთა აქტიურად იყვნენ ასევე მშობლებიც. მოდიოდენ რეპეტიციებზე და ერთმანეთს ეხმარებოდნენ როლისთვის საჭირო რეკვიზიტების მოძიებაში
სოციალური პროქტის განხორციელების რისკები- რისკი, რომ ყველა ბავშვს მოუნდებოდა მთავარი როლის შესრულება ღონისძიებაზე გათვალისწინებული იყო თავიდანვე.კლასში ჩატარდა შერჩევა და ბავშვებმა მასწავლებლებთან ერთად შეაფასეს ერთმანეთის შესაძლებლობები ეს მოხდა ასევე სიმღერის შესრულების დროს იმ მოსწავლეებს რომლებსაც ქონდათ სურვილი სიმღერი, მაგრამ ნაკლები შესაძლებლობა შევეცადე რომ ემღერათ.მაგრამ არა მიკროფონთან.
რეფლექსია:
სოციალური პროექტის მიზანი იყო ქართული ფილმების პოპულარიზაცია,კინესთეტიური ინტელექტის ხელშეწყობა და განვითარება,სასკოლო ღონისძიებაძე მონაწილეობის მიღება, ტოლერანტობა და მუსიკალური გემოვნების დახვეწა.
ჩემი აზრით სოციალურმა პროექტმა გამოკვეთა პრობლემა,პრობლემის გადაჭრის გზები და ბოლოს გვიჩვენა შედეგი. ამღონისძიებამ ერთ გუნდად აქცია
მე-11,12,კლასის ბავშვები. ვფიქრობ რომ ის მიზნები რომლებიც იყო დასახული განხორციელდა. მოსწავლეებში საწყის ეტაპზე ნათლად ჩანდა ის ორი პრობლემა, რომელიც დაკავშირების შედეგად გამოიკვეთა. ეს იყო: არატოლერანტულობა კლასებს შორის და დაბალი ინტერესი ქართული ფილმების მიმართ.ბავშვებში ამ პროექტმა გამოიწვია ერთმანეთის მიმართ ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ როცა მათ დაიწყეს როლის შესაფერისი რეკვიზიტების ერთობლივად მოძიება და ერთმანეთზე ზრუნვა. ამ ყველაფერს დაეხმარა მშობლების ჩართულობა. ისინი მოდიოდნენ ხშირად ესწრებოდნენ რეპეტიციებს და აქტიურად იყვნენ ჩართულები ღონისძიების მზადებაში. მოსწავლეებს შეცვალათ დამოკიდებულება ქართული ფილმების მიმართ და დაიწყეს უკვე საუბარი ქართველ რეჟისორებზე, მსახიობებზე, თეატრზე. დავგეგმეთ ასევე ერთობლივად თეატრში წასვლაც. მათ ღონისძიებაზე წარმოგვიდგინეს როლები ფილმებიდან: „ნატვრის ხე“,“ქეთო დაკოტე“, „კაცი ადამიანი“ , ‘სიყვარული ყველასუნდა“ და ა.შ.
მუსუკალური ნიჭით დაჯილდოვებულმა ბავშვებმა შეძლეს ემღერათ ასევე სიმღრები ფილმებიდან. იმღერეს მარტო და სხვებთან ერთად. შეასრულეს როგორც საესტრადო ასევე ხალხური სიმღერები. ამ ღონისძიებამ იმოქმედა მათი მუსიკალური გემოვნების დახვეწაზე. ღონისძიებაში ჩართული იყო ასევე სსსმ მოსწავლე. მას ევალებოდა მონაწილებო მიეღო დარბაზის ესთეტიკურად გაფორმებაში.
ღონისძიებას დაესწრო ადმინისტრაცია, მშობლები,ბავშვები დამოსწავლეები. პროექტში დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს იმდადებით შედეგებზე რაც გამოიწვია პროექტმა. ისაუბრეს სსსმ მოსწავლის აქტიურად ჩართულობაზე. მათ თავი წარმოიდგინეს როგორც ნამდვილმა მსახიობებმა და შაფასეს ერთმანეთის შესრულებული როლები. ამან მათი ინტერესი ქართული ფილმების მიმართ უფრო მეტად გაამძაფრა. ჩამოწერეს და ერთმანეთს გაუზიარეს იმ ფილმების ჩამონათვალი რომლის ყურების სურვილიც გაუჩდათ.
ამგვარი პროექტები მოსწაავლეებში განავითარებს, ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს როგორიცა შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა , კრიტიკული აზროვნება.
ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობდა 2 კვირის განმავლობაში, ჩატარდა 31 ოქტომბერს.
ვფიქრობ რომ სოციალური პროექტების ღონისძიებად განხორციელება მისი საუკეთესო გზაა.
ს ო ც ი ა ლ უ რ ი პ რ ო ე ქ ტ ი
,, სიკეთე ანათებს და ათბობს’’
ავტორი-მაგილი ჩუბინიძე
მონაწილეობენ:სკლის მოსწავლეები პედაგოგები, მშობლები
კლასი --- VI
პერიოდი 23/09/2019-15/10/2019
თემის აქტუალობა-თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. ვფიქრობ, რომ ადრეული ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვები სხვების დახმარება, თანადგომას ადმიანური სითბო-სიყვარულის გააზრებას. არ შეიძმება ბედნიერი იყო როცა ვიღაცა ტირის. ამიტომ დაიგეგმა სკოლის პროექტი მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგების მონაწილეობით.
პროექტის მიზნები
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევებით.
ა) ქვეყნის ინტერესების,ტრადიციებისა და ღირებულბების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის მგებლობის გააზრება.
ბ)კომუნიკაცია ინდივიდებთა და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობის და ემპათიის გამოწვევა
მოკლევადიანი მიზნები
ორგანიზება და საჭირო ნივთების შეგროვება მოხუცთა თავშესაფარის მონახულება
გრძელვადიანი მიზნები
ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა,სხვისი გასაჭირის გაზიარება.
პროექტის ამოცანები
1.I-ეტაპი-ბავშვები ამზადებენ სამადლობელ ბარათებს
2.II - ეტაპი -ბავშვები მუშაობენ ბარათების გაფორმებაზე
3.III-ეტაპი- შეხვედრა ამბულატორიაში ექთანთან
4.IV-ეტაპი-სამადლობელიბარათების გადაცემა.
განხორციელების გზები
1.პროექტის იდეებისა და ამოცანების დამუშავება.
2.მშობელთა კრების მოწვევა
3.სამუშაო შეხვედრები მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით.
4.პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა
5. მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა
6.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება
7. სამადლობელო ბარათები
8.საბოლოო შეხვედრა-პრეზენტაცია,როლემსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები,სკოლის ადმინისტრაცია.
9. პროექტის შედეგებზე დაყდნობით სკოლის ადმინისტრაციის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება
მოსალოდნელი მოკლე ვადიანი შედეგები
მოსწავლეები დაინახავენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა
ადამიანების მიმართ.მიხვდებიან, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს. იგრძნობენ პასუხის მგებლობას და საკუთარ წვლილს შიტანენ მოხუცების დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძლ ვადიანი შედეგები
პროექტი ხელს შუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობის მოქალაქის ჩამოყალიბებას
რესურსები: თბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები ,მარკერები,ფოტო აპარატი,პროექტის შეფასება შედეგი გაიზომება
დაკვირვებით: სიკეთე ნამდვილად გადამდებია.ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ქველმოქმედება გახადონ სისტემატიური.
შსაძლო რისკები: შეიძლებოდა მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინა პროექტის განხორციელებაზე.
პროექტის რეფლექსია:
პროექტის პირველ ეტაპზე მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო,როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების სოციალური აქტივობების განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ადამიანებს, მოეფერონ და ერთილმაზი დღე აჩუქონ.
კალენდრიტ მითითებულ ვადებში კლასის მონაწილეობით გაკეთდა სამადლობელი ბარათი ყველა შეთანხმებულად და ხალისით მუშაობდა.
სოციალურიპროექტის მიზანი - განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესები ტრადიცისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას ასევე ტოლერანტობისა და ემპატიის გამოწვევას,პროექტის ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მათში მოსწავლეთ ჩართლობა იყოო ძალიან მაღალი შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა
პროექტი მოიწონეს როგორც მოსწავლეებმა ასევე პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ
რას შვცვლიდი- უმჯობესი იქნებოდა პროექტის დასრულების შმდეგ საინფორმაციო შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა დაინტერესებული კლასებისათვისაც, რათა მოგვეხდინა ქველმოქმედების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას ბავშვებში
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აკტივობა შეუფერხებლად განხორციელდა
სოციალური პროექტი - ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ''
რეფლექსია:
სოციალური პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლება, როგორიცაა თანამშრომლობა კომპრომისი, ემოციების კონტროლი, კომფლიქტის გადაჩრა.
პროექტის პირველ ეტაპზე შევხვდი მშობლებს, გავაცანი პროექტის იდეა და ვთხოვე თანამშრომლობა.
პროექტის ყველა ეტაპი წარმატებული იყო, მოსწავლეები დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ერთმანეთი გაიცნეს სხვადასხვა კუთხით. ისინი არ აცდენდნენ პროექტით გათვალისწინებულ შეხვედრებს და ცდილობდნენ ყოფილიყვნენ მეგობრულნი და კორექტულები.
მოსწავლეებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში. ისინი თანამშროლობდნენ ერთმანეთთან. მაღალი შედეგით გამოწვეული სიხარული აშკარად იგრძნობოდა.
პროექტი მოიწონეს,როგორც მოსწავლეებმა ასევე პედაგოგებმა,ადმინისტრაციამ და მშობლებმა. მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს. პროექტი დასრულდა გაწერილ დროში.
სოციალური პროექტი -,,ერთად ვნახოთ გონიოს ციხე''
რეფლექსია:
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ერთ გუნდად ჩამოყალიბება,ბულინგის პრევენცია, მშობელთა აქტიური ჩართვა მოსწავლეთა ცხოვრებაში.
გადავწყვიტე არაფორმალურ გარემოში მომეწყო ექსკურსია. მოსწავლეებმა და მშობლებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, დაუახლოვდნენ ერთმანეთს, გაიცნეს ერთმანეთის პოზიტიური მხარეები.
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური იყო, საუკეთესოდ იცავდნენ დროის ლიმიტს. მოსწავლეები პროდუქტიულად და ადეკვატურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. მშობლების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, ხშირმა შეხვედრებმა გამოიწვია მოსწავლეების ერთ გუნდად შეკვრა.
პროექტით ყველა კმაყოფილი იყო, მოიწონეს პროექტი პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ.
მოსწავლეებმა დაგეგმეს მომავლისთვის მსგავსი პროექტის გაკეთება.
No comments:
Post a Comment