გეგმა საწრეო მუშაობის შესახებ
სასკოლო წლის დაარსების ინიციატორია სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია. მოსწავლეთასაჭიროებებისა და მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარი მოკვლევის საფუძველზე განისაზღვრა წრის მუშაობის მიმართულება და ჩამოყალიბდა ქართული ენისა და ლიტერატურის წრე 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სახელწოდებით "თვალსაწიერი"
საწრეო მუშაობის მიზანი
1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით.
2. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
ინფორმაცია საწრეო მუშაობის შესახებ განთავსდა ჩემს სოციალურ ქსელში-Facebook-ზე.
რესურსები : სახელმძღვანელო სამუშაო რვეული, საწერ კალამი, დაფა, ცარცი, სკოლის
ბიბლიოთეკაში არსებული სხვადასხვა საჭირო პოსტები და თვალსაჩინოებები
საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის გასამტკიცებლად და გასაღრმავებლად. პიროვნების საერთო კულტურის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.
ძირითადი აქცენტი კეთდებაა შემდეგ საკითხებზე :
1. ქართველ კლასიკოსთა შემოქმედების ღრმად და საფუძვლიანად შესწავლა.
2. მუშაობა წერით უნარების ჩამოყალიბებაზე.
3. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებით გამორცეული მოსწავლეების წარმოჩენა.
წრეში გაერთიანებულია 11-12 კლასის 10 მოსწავლე
1. ლანა ფაღავა
2. ქეთი ირემაძე
3. ქრისტინე კომახიძე
4. ლიკა ნაგერვაძე
5. ელენე ბოლქვაძე
6. თამუნა დიასამიძე
7. ლუკა ფაღავა
8. რიჩარდ ფაღავა
9. მარი ნაგერვაძე
10. ანა კაკაბაძე
წრის ხანგრძლივობა 2019 - 2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრი 8 შეხვედრა. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი.
თემა: შეხვედრა წრის წევრებთან
2019 წლის 3 ოქტომბერს შედგა ქართული ენისა და ლიტერატურის წრის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელზედაც განხილული იქნა საორგანიზაციო საკითხები. გავაცანი მოსწავლეებს წრის მუშაობის მიზნები და ამოცანები.
თემა: ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია და ილიას ლექსების გახსენება.
2019 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა წრის მეორე სამუშაო შეხვედრა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ილიას ბიოგრაფია და წაიკითხეს ილიას ლექსები. წრის მუშაობა სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა.
თემა: აკაკი წერეთლის ლექსების გახსენება .
2019 წლის 17 ოქტომბერს ჩატარდა წრის მუშაობა. მოსწავლეებმა გაიხსენეს აკაკი წერეთლის ლექსები. გააკეთეს პერიფრაზირება. შეხვედრამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
თემა: ვაჟა-ფშაველა - ,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე''
2019 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟას პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები. შეადარეს ერთმანეთს და გააკეთეს ანალიზი.
თემა: გალაკტიონ ტაბიძე - ლექსების მხატვრულად კთხვა.
2019 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა მორიგი საწრეო მუშაობა. ბავშვებმა წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები და იმსჯელეს მხატვრულ ხერხებზე.
თემა: გიორგი ლეონიძის - ,, ყივჩაღის პაემანი"
2019 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ლიტერატურაში. მოსწავლეება მხატვრულად წაიკითხეს გიორგი ლეონიძის - ,,ყივჩაღის პაემანი" იმსჯელეს მხატვრულ ხერხებზე.
თემა: მუხრან მაჭავარიანის ლექსების მხატვრულად კითხვა
2019 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ლიტერატურაში. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს მუხრან მაჭავარიანის ლექსები, იმსჯელეს ლექსის იდეურ-მხატვრულ ანაილზზე.
თემა: შემაჯამებელი მუშაობა. შთაბეჭდილებები
2019 წლის 19 ნოემბერს ჩატარდა ქართულ ლიტერატურაში პირველი სემესტრის ბოლო საწრეო მუშაობა. მოსწავლეებმა შეაჯამეს სემესტრის განმავლობაში შესრულებული სამუშაო. გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები.


მოსწავლის კითხვარი:
გვარი, სახელი ----------
ა) დიახ ბ) არა
2. საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებათ თუ არა ცოდის გაღრმავებაში?
ა) დიახ ბ) არა
3. განხილული საკითხები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
ა) დიახ ბ) არა
4. იყო თუ არა მეგობრული გარემო?
ა) დიახ ბ) არა
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10
მშობლის კითხვარი:
გვარი, სახელი -----------
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ქართული ენის წრის შექმნის შესახებ?
ა) დიახ ბ) არა
2. საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები ეხმარებოდა თუ არა თქვენს შვილს ცოდნის გაღრმავებაში?
ა) დიახ ბ) არა
3. იყო თუ არა საინტერესო აქტივობები, რაც განხილული იყო საწრეო მუშაობის დროს?
ა) დიახ ბ) არა
4. იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო მუშაობის დროს?
ა) დიახ ბ) არა
მშობელთა შთაბეჭდილებები:
ქეთი როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა მოიტანა ამბავი, საგნობრივი წრეების ჩამოყალიბების შესახე. მას მშობლიური ლიტერატურის წრე აურჩევია. ძალიან დიდი ემოციებით მიხსნიდა თუ რა უნდა ეკეთებინა სამუშაო საათებში.
მიხარია,რომ ეს წრე ჩემ შვილს დაეხმარება იმაში,რომ კიდევ უფრო კარგად შეისწავლოს მშობლიური ლიტერატურა. მადლობა წრის ხელმძღვანელს.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ქეთი ირემაძის მშობელი გ.ბერიძე
ჩემმა შვილმა ლიკამ წრის დახმარებთ გაიღრმავა ცოდნა, კიდევ უფრო შეუყვარდა ლიტერატურის გაკვეთილები, ვამჩნევ წინსვლას, ეს კი პედაგოგის დამსახურებაა. მადლობა მასწავლებელს.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ლიკა დავითაძის მშობელი მ.დავითძე
კმაყოფილი ვარ ჩემიშვილს ცოდნით. მეცადინეობას მეტ დროს უთმობს. წრის მეცადინეობიდან ყოველთვის კმაყოფილი ბრუნდება. მადლობა წრის ხელმძღვანელს მაგული ჩუბინიძეს.
მეთორმეტე კლასის მოსწავლის ანა კაკაბაძის მშობელი ი.ბოლქვაძე
მოსწავლეთა შთაბეჭდილებები:
როდესაც სკოლაში შეიქმნა საგნობრივი წრეები, მე ავირჩიე მშობლიური ლიტერატურის წრე. ამან საშუალება მომცა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ქართველი კლასიკოსები.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ლანა ფაღავა
მიმდინარე წრის ოქტომბერში ქართული ლიტერატურის წრეში გავვერთიანდით. წრის, მუშაობა ყოველთვის საინტერესო იყო, გარემო მეგობრული იყო, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, გვიხაროდა ერთმანეთის წარმატებები.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ელენე ბერიძე
საწრეო მუშაობის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში
2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ქართული ლიტერატურის წრე სახელწოდებით ,,თვალსაწიერი". მასში გაერთიანდა მეთერთმეტე მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. წრის მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ. წრის სამუშაო პროგრამა შევადგინე მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შესამამისობაში იყო ე.ს.გ-სთან. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში.
წრის მუშაობის მიზანი იყო საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავება. ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედების უფრო საფუძვლიანად შესწავლა.
შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობაზე აგებული. აგრეთვე ვცდილობდი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით ყოფილიყო ყოველი მეცადინეობა დატვირთული, რომელიც ცოდნის გაღრმავებასა და ახალი უნარების შეძენასთან იქნებოდა დაკავშირებული. რაც ვფიქრობ, გამომივიდა.
წრის მუშაობით დაინტერესებული იყვნენ მშობლებიც. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კარგი იქნებოდა მომავალშიაც თუ გაგრძელდებოდა ამ კუთხით მუშაობა.
მომავალში შევეცდები უფრო მრავალფეროვანი აქტივობებით წავრმართო ჩემი მუშაობა.





No comments:
Post a Comment