ისტ-ის გამოყენება გაკვეთილზე

   ისტ-ის გამოყენება
 ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

მასწავლებლის სახელი და გვარი --- მაგული ჩუბინიძე

საგანი --- ქართული ენა და ლიტერატურა

ჩატარების დრო ---  27.09.2019

სწავლების საფეხური --- დაწყებითი VI კლასი 

მოსწავლეთა რაოდენობა --- 9 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის.

გაკვეთილის თემა --- ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი''

გაკვეთილის მიზანი ---  1. მოსწავლეები გაიზიარებენ სათაურისა და ვიდეო                                                                           მასალის მიხედვით ტექსტის შინაარსს.
                    
                                                                 2. გამოთქვამენ ვარაუდებს.

                                                                 3. ისტ-ის გამოყენებით შეძლებენ ლექსიკურ                                                                                     ერთეულებზე  მუშაობას (უცნობი სიტყვების ახსნა                                                                       და მუშაობა  ფრაზეოლოგიზმებზე)
                              


კავშირი ე-ს-გ-სთან --- ქართ. VI.1 მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღების და                                                                  გადაცემისათვის აუცილებელი უნარჩვევები. 
                                        
                                                           ქართ. VI.10 მოსწავლეს აქვს კითხვით გამოწვეული                                                                       განწყობილების გადმოცემის უნარი.

                                                          ის.ტექ. VI.3 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის                                                                      ციფრული საშუალებების გმოყენება.


შეფასების საგანი და
პროცედურები --- შეფასება განმავითარებელი, განმსაზღვრელი.

გამოყენებული სასწავლო მასალა
და რესურსები --- ლეპტოპი, პროექტორი, სლაიდები, სახელმძღვანელო, ფერადი                                                 ფურცლები, რესურსი ,,კალათა'' , ჩანაწერების დღიური.


გაკვეთილის მსვლელობა და
 მენეჯმენტი ---1. საორგანიზაციო საკითხები: მისალმება, სწრებადობის                                                                 აღრიცხვა, (2წთ)
                                         2.  გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა, (2წთ)
  


                              გაკვეთილის მიმდინარეობა 
                                      აქტივობა N1 (5წთ)
     მოსწავლეებს ვუჩვენებ ვიდეო ფირს ბუნების თავისუფალი ბინადრების შესახებ და ვსვამ კითხვებს თუ რა შთაბეჭდილება შეუქმათ ბუნების სურათების ნახვამ.ამის შემდეგ ვაცნობ თემას ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობს'' მოსწავლეეები გამოთქვამენ ვარაუდებს ტექსტის სათაურისა და ვიდეო ფირზე ნანახი კადრები შემდგომ ტექსტის  შესაძლო შინაარსთან დაკავშირებით.


                                                    აქტივობაN2 (5წთ)
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
    მოსწავლეს ვუსვამ კითხვებს ვაჟა-ფშველას ბიოგრაფიიდან. ვახსენებ ვაჟას შემოქმედებას, ვაჩვენებ ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაციის სლაიდებს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მოსწავლეებს მივცემ დავალებას დაალაგონ ფოტოები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.  
                          


                                                      აქტივობა N3 (8წთ)
მიზანი: ტექსტზე მუშაობის უნარჩვევების განვითარება.
       მოსწავლეები კითხვისას გამოკვეთენ საკვანძო სიტყვებს, წინადადებებს, ამოწერენ უცნობ სიტყვებს, რომლებსაც მოათავსებენ დაფაზე ,,კალათში''

        

                                                     აქტივობა N4 (5წთ)
მიზანი: ცოდნის გამტკიცება.
      მოსწავლეებს დავუსვამ დასაზუსტებელ კითხვებს, რომელიც დაბალი სააზროვნო უნარებიდან მაღალზე გადასვლაში შეუწყობს ხელს.



                                                     აქტივობა N5 (10წთ)
მიზანი: პერსონაჟთა დახასიათება.
      მოსწავლეებს დავავალებ მოუძებნონ შესაბამისი ზედსართავი სახელები პერსონაჟებს, რომლებიც გაბნეულია მონიტორზე და დაალაგონ პერსონაჟების ირგვლივ. 

       

                                                     აქტივობა N6 (5წთ)
მიზანი: ლექსიკონზე მუშაობა.
     ამოვალაგებთ ,,კალათას'' რომელშიაც უცხო სიტყვებია და ვიმსჯელებთ მათ მნიშვნელობაზე. 



                                                    აქტივობა N7 (3წთ)
მიზანი: საშინაო დავალების მიცემა.
    მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივცემ ესეს: ,, გზავნილი ადამიანს ტყიდან'' რომელიც გადაეგზავნება ელექტრონულად. ელექტრონიულადვე გადავუგზავნი ესეს შეფასების ცხრილს.


        


შეფასების რუბრიკა 

   აქტივობა                                                                                                                ქულები
1. ტექსტის მიხედვით ინტერაქციაში მონაწილეობა ---------------                     0-1-2

2. შემოქმედებითი აზროვნება --------------------------------------------                     0-1-2

3. ლოგიკური მსჯელობა----------------------------------------------------                     0-1-2

4.ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა-------------------------------------                     0-1-2

5. არსებითი და ზედსართავი სახელების შესაბამისობის პოვნა-                     0-1-2





რეფლექსია: 
       გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები. გაკვეთილი მიმდინარებოდა წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. ჩემს მიერ წარმოდგენილი გეგმა მოიცავს გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენებას. ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი სასწავლო მასალის შექმანა და გამოყენება.
      ვფიქრობ, ჩემს მიერ შერჩეულმა ტექნელოგიურმა ინსტრუმენტმა უზრუნველყო სწავლის გაძლიერება, შემოქმედობითობის წახალისება და გაზარდა პროდუქტულობა.                                             







                                                           
                                  
    

                                           
                                     









ისტ-ის გამოყენება ქართული ენასა
 და ლიტერტატურის გაკვეთილზე


მასწავლებლის სახელი და გვარი --- მაგული ჩუბინიძე

საგანი --- ქართული ენა და ლიტერატურა

ჩატარების დრო ---  08.10.2019

სწავლების საფეხური
--- დაწყებითი VI კლასი

მოსწავლის რაოდენობა --- 9 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა --- სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების ილუსტრაცია და   ნახატების გაცოცხლება-ანიმაცია.

გაკვეთილის მიზანი --- მოსწავლეებს განუვითარდეს შემოქმედებითი ძიების, კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

წინარე ცოდნა
--- შესწავლილ პროგრამაში სლაიდებისა და სლაიდების ობიექტების ანიმაციის საჭირო ობიექტების ადეკვატური გამოსახვის შესადძლებლობები.

კავშირი ე.ს.გ-სთან - ის.ტექ.VI.3 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის                                                                       ციფრული საშუალებების გამოყენება. 
                                                       ის.ტექ.VI.4 მოსწავლეს უნდა შეეძლოს სხვადასხვა სახის                                                             ციფრული საშუალებების შერჩევა და ციფრული                                                                           პროდუქტის შექმნა.

შეფასების საგანი და პროცედურები --- განმსაზღვრელი.


გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები --- კომპიუტერი, პროექტორი, რვეული, საწერი კალამი.

გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
---
                    1. საორგანიზაციო  საკითხები, მისალმება, სწრებადობის აღრიცხვა. (2წთ)
                    2. შეფასების რუბრიკის გაცნობა. (1წთ)
                    3. გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა. (1წთ)




გაკვეთილის მიმდინარეობა
აქტივობა N1 (3წთ)
     თემის დასახელება: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების ილუსტრაცია და                                                          ნახატების გაცოცხლება, ანიმაცია.
                                         
  კითხვა-პასუხის საშუალებით ვახსენებ მოსწავლეებს  კომპიუტერის გამოყენების წესებს.

აქტივობაN2 (5წთ)
   ვიყენებ ასოცირებულ რუკას და მოსწავლეები ჩაწერენ PowerPoint - ის მენიუებს და მათ დანიშნულებებს. ვაჩვენებ ვიდეომასალას, რამდენიმე ანიმაციას.
აქტივობაN3 (2წთ)
  მოსწავლეები ,,ჯადოსნური ყუთიდან'' აირჩევენ სულხან-საბას იგავ-არაკის ტექსტებს.მოამზადებენ ნახატების პრეზენტაციას ანიმაციით.


                               
აქტივობაN4 (5წთ)
    წყვილებში მუშაობა     

  1. პროგრამის გახსნა.
  2. სლაიდებისა და დიზაინის შერჩევა.
  3. ინტერნეტ სვეტში ინფორმაციის მოძიება.
  4. ტექსტის განთავსება სლაიდზე.




აქტივობა N5 (10წთ)
  ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ნამუშევრებს, გააკეთებენ კომენტარებს. წინასწარ ცნობილია მოსწავლის ელ-ფოსტა.




აქტივობა N6 (10წთ)
    გააკეთებენ პრეზენტაციას, შეფასდება მათი ნამუშევრები. მიღებული პროდუქტი-გაცოცხლებული ნახატები: ,,მეფე და მხატვარი'' ,,სოფლის მაშენებელი'' ,,კუ და მორიელი'' ,,ქურდის მემკივდრე'' ,,ნალბანდი მგელი'' 





აქტივობა N7 (2წთ)
საშინაო დავალება
  გააკეთონ ჩანაწერები რა მოეწონათ და რას გააკეთებდნენ უკეთ.




შეფასების რუბრიკა 
         აქტივობა                                                                                           ქულა
  1. პრეზენტაციის გაფორმება ---------------------------------              0-1-2           
  2. პრეზენტაციის შესაბამისობა თემასთან----------------               0-1-2
  3. კლასის ფლობა ------------------------------------------------               0-1-2        
  4. გამართული მეტყველება-----------------------------------               0-1-2
  5. მსჯელობის ლოგიკურობა---------------------------------                0-1-2









                           





                                     




                                    




   








ისტ-ის გამოყენება ქართული ენის გაკვეთილზე

    
მასწავლებლის სახელი და გვარი - მაგული ჩუბინიძე
საგანი - ქართული ენა

ჩატარების დრო ---  28.10.2019

სწავლების საფეხური - დაწყებითი VI კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა - 9 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა - სინონიმები

გაკვეთილის მიზანი - სავარჯიშოების შექმნა ისტ-ის გამოყენებთ

წინარე ცოდნა - ინტერნეტის ნავიგაციის უნარი

კავშირი ე.ს.გ.-სთან -  ისტ.ტექნ.VI.1 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
                                                         ისტ.ტექნ.VI.4 მოსწავლე შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.

შეფასების საგანი და პროცედურები - განმავითარებელი შეფასება

გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები - კომპიუტერი, პროექტორი, რვეული, საწერი კალამი, დაფა, მარკერები, სტიკერები.

გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
                              1.საორგანიზაციო საკითხები: მისალმება, სწრებადობის აღრიცხვა. (2წთ)
                              2.გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა(2წთ)



გაკვეთილის მიმდინარეობა
აქტივობა N1 (3წთ)
თემის დასახელება: სინონიმები 
    მასწავლებელი კითხვა პასუხის რეჟიმით ახსენებს მოსწავლეებს ონლაინ ლექსიკონის გამოყენების წესებს.


აქტივონა N2 (5წთ)
   მასწავლებელი უჩვენებს სხვადასხვა სიტყვის სწორი და არასწორი სინონიმერბის გრაფიკულ სქემას. მოსწავლეებს ევალებათ შეავსონ სიტყვის სწორი სინონიმები.

აქტივობა N3 (12წთ)
წყვილებში მუშაობა
    ინტერნეტის გამოყენებით გრაფიკულ რუკას თაბახის ფურცელზე და ელექტრონული ვერსიით ასრულებენ სავარჯიშოებს. მოსწავლეები ირჩევენ მეხუთე კლასის მიერ ფიგურებით შესრულებულ ნახატებს, რომლებიც დაშლილი იქნება ნაწილებად და ამ ნაწილებში ჩაბეჭდავენ სინონიმების სწორ და არასწორ ფორმებს. მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობას და დახმარებას უწევს. 


  აქტივობა N4 (7წთ)
პრეზენტაცია - საპრეზენტაციო პროგრამაში ააწყვეს ფიგურა, სწორი სინონიმები.



აქტივობა N5 (7წთ)
   მოსწავლეები ელექტრონული ვერსიით ავსებენ ცხრილს: ,,ვიცი'' ,,გავიგე'' ,,მინდა გავიგო'' 


   შეფასება, განმავითარებელი, განმსაზღვრელი (5წთ)



აქტივობა N6 (2წთ)
საშინაო დავალება
  ელექტრონული ვერსიით შექმნან სინონიმები.




დასკვნა: მოსწავლეების უმრავლესობამ დადებითად შეასრულა დავალება. მათ თავად მოიფიქრეს შინაარსობრივად თუ გრაფიკულად როგორ შეერჩიათ ფიგურები, სურათები და ნახატები. გამოიყენეს გეომეტრიული ფიგურები, რომელშიაც ჩაბეჭდეს მასწავლებლის მიერ მიცემული სწორი და არასწორი ფორმები და ონლაინ ლექსიკონის დახმარებით მოიძიეს სინონიმების სწორი პასუხები, ხოლო არასწორ ფორმებს დაადეს ისეთი ეფექტები, რომლიც მიგვანიშნებდა რომ ის არასწორია. მოსწავლეთა წყვილმა ვერ მოახერხა სავარჯიშოს შექმნა. მათ დაევალათ ითანამშრომლონ თანაკლასელებთან. 


რეფექსია: ჩემს მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენებას, როგორც პედაგოგის მიერ ინფორმაციით გამდიდრებული აღქმადი რესურსის მიწოდებას მოსწავლეებისათვის. ასევე მათ მიერ მოძიებული ვიზუალური და ინტელექტუალური მასალის წარდგენას. სწორედ ასეთი მიდგომით დაგეგმილი გაკვეთილი ანვითარებს მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებს. მოსწავლე იძენს ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევას. ვფიქრობ ჩემს მიერ შერჩეულმა გაკვეთილის თემამ უზრუნველყო სწავლის გაძლიერება და გაზარდა პროდუქტულობა.  










სინონიმები: 

სინონიმები ეწოდება ბგერითი შემადგენლობით განსხვავებულ ისეთ სიტყვებს, რომელთაც მნიშვნელობა ერთნაირი (ან დაახლოებით ერთნაირი აქვთ).
სინონიმებია, მაგალითად:
– მოწაფე და მოსწავლე;
– დიდედა და ბებია;
– პაპა და ბაბუა;
– კომში და ბია;
– თუთა და ბჟოლა;
– თამბაქო და თუთუნი;
– მურყანი და თხმელა;
– მხდალი და ლაჩარი;
– სუფთა და წმინდა;
– ტიტველი და შიშველი;
– ძლიერ და ძალიან;
– დაბლა და ქვევით;
– მოკვდა და გარდაიცვალა;
– და სხვა...
ქართული ენა ძალიან მდიდარია სინონიმებით, სინონიმების სიმრავლე კი ენის სიმდიდრის მაჩვენებელია.











No comments:

Post a Comment