მოსწავლეთა მომზადება ეროვნული
სასწავლო ოლიმპიადისათვის
XI კლასის მოსწავლეთა სურვილისამებრ კვირაში ერთხელ, პარასკევს გაკვეთილების შემდეგ ვხვდები მათ და ვამეცადინებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის. გეგმა გავწერე 8 მეცადინეობაზე.
სამუშაო პროგრამა და განრიგი
2019-2020 სასწავლო წლები
ოლიმპიადისათვის მოსწავლეების მომზადების პროგრამის რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წელს გამოცხადებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მეთერთმეტე კლასის ორმა მოსწავლემ გავითვალისწინე მათი სურვილები შესაძლებლობები და ვატარებდი დამატებით მეცადინეობას. მოსწავლეებს კვირაში ერთხელ პარასკეობით ვხვდებოდი. სურვილისამებრ შევადგინე სამოქმედო გეგმა გავწერე რვა მეცადინეობაზე და ვამზადებდი მათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გავითვალისწინე მათი ასაკობრივი თავისებურებები, საჭიროებები და ინტერესები
მუშაობის დროს გავიმეორეთ ენობრივი და ლიტერატურული მასალა. გამოვიყენე დამატებითი სახელმძღვანელოები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი, ვმუშაობდით ტესტებზე.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში ქართულ ენასა და ლიტერატურაში მონაწილეობა მიიღო 11 კლასის ორმა მოსწავლემ:
1. ლიკა ნაგერვაძემ
2. ქრისტინა კომახიძემ
შემდეგ სასწავლო წელს ვფიქრობ დავგეგმო მეტი ხანგრძივი შეხვედრები მივაქციო ყურადღება ენობრივ და გრამატიკულ მასალას. რეგულარულად ვიმუშაო ოლიმპიადის დროს გამოყენებული ტესტების მსგავს ტესტებზე. ვეცდები მეტი ყურადღება მივაქციო თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს.
No comments:
Post a Comment