ქართული ენის წრე

                                                      ქართული ენის წრე


             2019-2020 სასწავლო წლის 1 სემესტრში შეიქმნა გრამატიკის წრე სახელწოდებით "ღმერთების ენა".
                             
                                   წრეში გაერთიანებულია მეექვსე კლასის 9 მოსწავლე

1. ბერიძე ანანო
2. ზოიძე ნიკა
3. თავდგრიძე ამიკო
4. კონცელიძე ლაშა
5. რიჟვაძე ლიზი
6. ქარცივაძე ანანო
7. ჩახვაძე ირაკლი
8. ჩახვაძე ლიზი
9. ხალვაში გიორგი

        ქართული ენის წრის მუშაობა ტარდება კვირაში 1 საათი სამშაბათს.
        საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლის ცოდნის გაღრმავება ენოვრული სასწავლო გეგმის მიხედვით ქართულ ენაში საწრეო მუშაობა საჭიროა, იმისათვის რომ მოსწავლემ საფუძვლიანათ შეისწავლოს ქართული ენის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები.


        რესურსები: სახელმძღვანელო, საწერი კალამი, სამოშაო რვეული,


                                             წრის სამუშაო პროგრამა და განრიგი
                                         2019-2020 სასწავლო წელი პირველი სემესტრი

1. თემა : საწრეო მუშაობის მიზნების გაცნობა 
      ჩატარების დრო : 08.10

2. თემა: მეტყველების ნაწილები ვარჯიში მათ ამოცნობაზე წინადადებაში.
      დრო - 15.10

3. თემა : სინონიმური, ანტონიმური ომონიმური არსებითი სახელები
      დრო - 22.10

4. თემა : არსებით სახელთა ბრუნება (კუმშვა, კვეცა, კუმშვად - კვეცადი სახელები) 
      დრო - 29.10

5. თემა : მართლწერის საკითხები ადამიანის საკუთარ სახელებთან დაკავშირებით 
     დრო - 05.11

6. თემა : ტექსტში დაშვებული მორფოლოგიურ ორთოგრაფიული შეცდომების გასწორება

      დრო - 12.11

7. შემაჯამებელი მუშაობა ტესტირება
      დრო - 19.11



   

      2019 წლის 8 ოქტომბერს პირველად შევიკრიბეთ ქართული ენის წრის წევრები.
 მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები. აგრეთვე, სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები, რომელზეც გვექნება მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობააში.


2019 წლის 15 ოქტომბერს მეორედ შევიკრიბეთ ქართული ენის წრის წევრები. განვიხილეთ შემდეგი საკითხი: მეტყველების ნაწილები და მათი ამოცნობა წინადადებაში. მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ დავალებას.იყო მეგობრლი და სასიამოვნო გარემო.


2019 წლის 22 ოქტომბერს შევიკრიბეთ ქართული ენის წრის წევრები. ვმუშაობდით სინონიმების, ანტონიმებისა და ომონინების ამოცნობა-შედგენაზე. მოსწავლეები სიამოვნებით ასრულებდნენ სამუშაოს.



2019 წლის 29 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. თემა იყო არსებითი სახელის ბრუნება, კუმშვა, კვეცა და კუმშვად-კვეცადი სახელები.



2019 წლის 5 ნოემბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. თემა იყო მართლწერის საკითხები ადამიანის საკუთარ სახელთან დაკავშირებით.




2019 წლის 12 ნოემბერს ჩატარდა   საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. თემა იყო ტექსტში დაშვებული მორფოლოგიურ-ორთოგრაიული შეცდომების გასწორება. მოსწავლეები ინტერესით და ხალისით ასრულებდნენ სამუშაოს.




2019 წლის 19 ნოემბერს ჩატარდა პირველი სემესტრის ბოლო საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.  ჩატარდა შემაჯამებელი ტესტირება. მოსწავლეები ინტერესით ასრულებდნენ სამუშაოს, განწყობა იყო ამაღლებული. 



























მოსწავლის კითხვარი:
        გვარი, სახელი ----------


1.  ქართული ენის წრის შექმნის შესახებ მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია დროულად ?
                             
                                ა) დიახ        ბ) არა 

2.  საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებათ თუ არა ცოდის გაღრმავებაში? 

                                ა) დიახ         ბ) არა

3.  განხილული საკითხები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?

                                 ა) დიახ        ბ) არა

4. იყო თუ არა მეგობრული გარემო? 

                                ა) დიახ          ბ) არა


5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას? 

  1.   2.   3.   4.   5.   6.   7.   8.   9.   10







მშობელის კითხვარი:

      გვარი, სახელი -----------


1.   დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ქართული ენის წრის შექმნის შესახებ? 

                                ა) დიახ             ბ) არა 


2.   საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები ეხმარებოდა თუ არა თქვენს შვილს ცოდნის გაღრმავებაში? 


                                ა) დიახ             ბ) არა

3.   იყო თუ არა საინტერესო აქტივობები, რაც განხილული იყო საწრეო მუშაობის დროს? 

                                ა) დიახ              ბ) არა

4.   იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო მუშაობის დროს? 

                                 ა) დიახ             ბ) არა 






                                                       მშობელთა შთაბეჭდილებები
  
     ძალიან გამიხარდა, როცა ლიზიმ სკოლიდან მოიტანა ამბავი საგნობრივი წრეების ჩამოყალიბების შესახებ. უფრო მეტად გამიხარდა რომ მშობლიური ენის წრე აირჩია. ძალიან დიდი ემოციით მიხსნიდა თუ რა უნდა ეკეთებინა წრის სამუშაო საათებში. მადლობა წრის ხელმძღვანელს ქალბატონ მაგული ჩუბინიძეს.
                                                           
                                         მეექვსე კლასის მოსწავლის ლიზი ჩახვაძის
 მშობელი ნ.დავითაძე


                                                             
   ჩემმა შვილმა ანანომ წრის დახმარებით გაიღრმავა ცოდნა,უფრი მეტი მონდომებით და სიხარულით მეცადინეობს. რაც პედაგოგის დიდი დამსახურებაა. დიდ მადლობას მოვახსენებ წრის მასწავლებელს მაგული ჩუბინიძეს თავდაუზოგავი შრომისათვის.

                                             მეექვსე კლასის მოსწავლის ანანო ქარცივაძის  
მშობელი ნ.ქარცივაძე




   კარგია რომ არსებობს ასეთი წრე. ჩემი შვილი ყოველ სამშაბათს კმაყოფილი ბრუნდება მეცადინეობიდან. სურვილი მაქვს მეორე სემესტრშიც გაგრძელდეს მსგავსი მეცადინეობები. 

                                           მეექვსე კლასის მოსწავლის ლაშა კონცელიძის 
მშობელი დ.კონცელიძე



  მოსწავლეთა შთაბეჭდილებები

ჩაისუბნის საჯარო სკოლაში შეიქმნა საგნობრივი წრეები. ჩვენ არჩევანის საშუალება მოგვეცა. ავირჩიე ქრთული ენის წრე და არც შევმცდარვა. ამ მეცადინეობებით განვიმტკიცე ცოდნა ქართულ ენაში. ვმუშაობდით ჯგუფებში, წყვილებშ, ვპასუხობდით ტესტებს. ცოდნასთან ერთად შევიძინე ის აუცილებელი უნარები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრემაში გამომადგება. 

                                                                  მეექვსე კლასის მოსწავლე გიორგი ხალვაში. 



ქართული ენის წრე ჩემი არჩევანი იყო. გარემო მეგობრული იყო, უფრო დავუახლოვდით  ერთმანეთს თანაკლასელები. გვიხროდა ერთმანეთის წარმატება.

                                                                        მეექვსე კლასის მოსწავლე ანანო ბერიძე






საწრეო მუშაობის რეფლექსია ქართულ ენაში

2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ქართული ენის წრე სახელწოდებით  - ,,ღმერთების ენა'' მასში გაერთიანდა მეექვსე კლსის მოსწავლეები. წრე ტარდებოდა კვირაში ერთხელ. მასში განხილული თემები წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლის წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
    საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით ქართულ ენაში.  საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება პრიორიტეტულ საქმიანობად მივიჩნიე. ამ მიმართულებით ჩავატარე ანკეტური გამოკითხვა. მივაწოდე კომენტარი რას შეისწავლიდნენ და რა შედეგს მიაღწევდნენ. 
     საწრეო მუშაობის პროცესში მოტივაციის ასამაღლებლად გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს. მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე. გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე. იყო ხარვეზებიც, როცა საჭიროებამ მოითხოვა შევცვალე მასალის თანმიმდევრობა, მიუხედავად ამისა საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში. უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი
     ქართული ენის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.





       








No comments:

Post a Comment